საფრანგეთში საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს კონფერენცია მიეძღვნა

საფრანგეთში საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს კონფერენცია მიეძღვნა

საფრანგეთში ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით და ევროპული კომისიის წარმომადგენლობის პატრონაჟით, პარიზის ევროპის სახლში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს მიეძღვნა 

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალისტი ფლორან პარმანტიე, ევროპის კვლევითი და უსაფრთხოების ინსტიტუტის პრეზიდენტი ემანუელ დუპუი.

კონფერენციაზე აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები, საქართველოს როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებაში, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, გეოპოლიტიკური მდგომარეობა რეგიონში. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე ფრანგი და უცხოელი სტუდენტური ასოციაციების წარმომადგენლები, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის წარმომადგენლები.