პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები არ გაიმართება

პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები არ გაიმართება

დეპუტატებმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები არ გაიმართება.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნას ფრაქციების თავმჯდომარეები დაიკავებენ, რომელთაც სიტყვით გამოსვლისთვის 15 წუთი ექნებათ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 31 მარტს უნდა წარსდგეს. პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში 13:00 საათისთვის ელოდებიან.

პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დიპკორპუსის წარმომადგენლები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრება.

რაც შეეხება მთავრობის წევრების დასწრებას, ვისაც სურვილი აქვს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრება შეუძლია, თუმცა სავარაუდოდ, მთავრობის წევრები მარგველაშვილის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში არ დაესწრებიან.