" ბოლო ობოლი არა ვარ, რომელსაც მშობელს, დღისით, მზისით, მოუკლავენ"

მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილი, მიხეილ ხარძიანი მამისის მკვლელობის საქმეს პირადად გამოიძიებს. ამის შესახებ იგი „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამართალს აუცილებლად იპოვის.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მამაჩემმა სამართალი ვერ იპოვა, მე კი სამართალს აუცილებლად ვიპოვი, ამას ყველას ვპირდები. ახლა არაფერს ვიტყვი, ამის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მამაჩემის მკვლელობის საქმეს პირადად გამოვიძიებ.

საერთოდ, მსგავსი ფაქტები მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ წლებია, უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხელისუფლებაში სახეები იცვლებიან, მმართველობის სტილი კი არ იცვლება. 90-იანი წლებიდან ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ - მოქალაქეები მუდმივად სამართალს ვითხოვთ... გია უდესიანის შესახებ მსმენია, მაგრამ ახლა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მალე გამოჩნდება, ვინ იყო მამაჩემის მტერი და ვინ - მოყვარე. გეკითხებით, მერამდენე ადამიანს კლავენ საქართველოში და დღემდე რატომ არავინ აგებს პასუხს?! უკან არაფერზე დავიხევ. საერთოდ,

თუ სახელმწიფო თვალს გაახელს, კარგი იქნება, თორემ იცოდეთ, საქართველოში მე ბოლო ობოლი არა ვარ, რომელსაც მშობელს, დღისით, მზისით, მოუკლავენ,“–აცხადებს მიხეილ ხარძიანი.