ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია "ძალიან კარგი ტემპით" მიმდინარეობს.

ამის შესახებ აპატურაიმ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებული ონლაინ ინტერვიუს ფარგლებში განაცხადა.

"ტემპი ძალიან კარგია. ჩვენი ექსპერტები ეხმარებიან საქართველოს თანამედროვე საწვრთნელი ცენტრის შექმნაში. ჩვენ გამოვყავით სამუშაო ჯგუფი, რომელიც მალე იქნება საქართველოში. ამ ზაფხულს გვექნება ერთობლივი სწავლება საქართველოში. ნატო, ყოველთვის სწრაფად არ აკეთებს რაღაცეებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასეა და საქართველოს მთავრობაც ასევე სწრაფი და ერთგული იყო", - განაცხადა აპატურაიმ.