"რას აკეთებდა ბატონი ჯანელიძე საფრანგეთში"

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარიზში, საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბარი არასდროს არ ყოფილა, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი გია ცაგარეიშვილი ეხმაურება.

„ძალიან მალე მოვითხოვთ შედეგებს იმ ოქმიდან გამომდინარე შედეგებს, რომელსაც ხელი მოაწერა ირაკლი ალასანიამ არა როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, არამედ როგორც თავდაცვის მინისტრმა. ამ სტატუსით იყო ირაკლი ალასანია წასული საფრანგეთში. რას აკეთებდა ბატონი ჯანელიძე საფრანგეთში როცა იყო რამდენიმე დღის წინ, ესეც გაარკვიეთ მასთან. რამე შედეგი ჩამოიტანა, გარდა ბრალდებებისა?“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.