ნინო გვენეტაძე დღეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ეწვევა

ნინო გვენეტაძე დღეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ეწვევა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დღეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ეწვევა.

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო გვენეტაძე ადგილზე გაეცნობა სასამართლოს ინფრასტრუქტურას, აქტუალურ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია მოსამართლეთა, სასამართლოს მოხელეთა საქმიანობისათვის, მოქალაქეთა ეფექტიანი და სწრაფი მომსახურებისათვის.

დღესვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვევა და დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეული წევრის მერაბ ტურავას ფიცის დადების ცერემონიალს.

31 მარტს კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ქუთაისში გაემგზავრება, სადაც დაესწრება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების წარდგენას საქართველოს პარლამენტის წინაშე.