"ჯერმანვინგის" თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული 78 ადამიანის დნმ ექსპერტებმა უკვე დაადგინეს

გასულ კვირას კომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული 78 ადამიანის დნმ ექსპერტებმა უკვე დაადგინეს. "დეილი მეილის" ცნობით, მათ შორის არის მფრინავი, ანდრეას ლუბიციც, რომელმაც თვითმფრინავი მთებს განზრახ დააჯახა. ამას გარდა, დაღუპულთაგან 50 ადამიანის იდენტიფიცირება ვიზუალური დათვალიერების შედეგად მოხდა. 

ამ დროისათვის საფრანგეთის ალპებში, სადაც კატასტროფა მოხდა, სპეციალური ჯგუფები მუშაობენ. ისინი ლაინერის ჩამოვარდნის ადგილას ვერტმფრენებით მივიდნენ. მათთვის მიუვალ ადგილებში მისასვლელად სპეციალური გზაც გაკეთდა. 

თვითნფრინავის ბორტზე, რომელიც საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდა, სულ 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.