საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა

საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა

საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. "ბიბისის" ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, სარკოზის პარტია ადგილობრივ საბჭოებში 65 ადგილს დაიკავებს. მმართველი სოციალისტური პარტია კი, წინა არჩევნებთან შედარებით 30 ადგილით ნაკლებს დაიკავებს. რაც შეეხება მარინ ლე პენის მემარცხენე რადიკალური პარტია "ეროვნული ფრონტს", ის გუშინ გამართული არჩევნების შედეგად პოზიციებს ადგილობრივ საბჭოებში კიდევ უფრო გაიმყარებს. 

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ამომრჩეველმა ამ არჩევნებით მისი შემცვლელის, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პოლიტიკა "მასობრივად უარყო". 

"ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას ამგვარი გამარჯვება საბჭოებში ჯერ არ მოუპოვებია. მთავრობაში მყოფი პარტიის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - განაცხადა სარკოზიმ. 

ექსპერტების განაცხადებით, ეს არჩევნები 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთგვარი "ტესტი" იქნება.