ბესო ხარძიანი მიიჩნევდა, რომ იურიდიული ფირმა, რომელთანაც სამართლებრივი დავაა დაწყებული, გია უდესიანს ეკუთვნოდა

ბესო ხარძიანი მიიჩნევდა, რომ იურიდიული ფირმა, რომელთანაც სამართლებრივი დავაა დაწყებული, გია უდესიანს ეკუთვნოდა

ბესო ხარძიანი მიიჩნევდა, რომ იურიდიული ფირმა, რომელთანაც სამართლებრივი დავაა დაწყებული, გია უდესიანს ეკუთვნოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხარძიანის ინტერესების დამცველმა ლამარა კობალაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, უდესიანთან იურიდიული ფირმა "უოლმილ სერვისის" კავშირზე თავად ინფორმაციას არ ფლობს.

"ბესო ხარძიანი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული იურიდიული ფირმის უკან იდგა სწორედ გია უდესიანი", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული სამართლებრივი დავა ბესო ხარძიანმა მოიგო, ამ ეტაპზე კი როგორც ადვოკატი ლამარა კობალაძე აცხადებს, საქმე გადასულია მეორე ინსტანციის სასამართლოში, სადაც სხდომა მაისისთვის არის ჩანიშნული.

"ინტერპრესნიუსი" ესაუბრა იურიდიული ფირმა "უოლმილ სერვისის" ინტერესების დამცველსაც. ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს აღნიშნული ფირმის უდესიანთან კავშირის შესახებ. თუმცა ადვოკატმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი დავა უკვე ორი წელია მიმდინარეობს.

ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.