დაჩი ცაგურია:    ბესო ხარძიანი ამბობდა, რომ იგი შეიძლება მოეკლათ

დაჩი ცაგურია: ბესო ხარძიანი ამბობდა, რომ იგი შეიძლება მოეკლათ

ბესო ხარძიანი ამბობდა, რომ იგი შეიძლება მოეკლათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაჩი ცაგურიამ განუცხადა.

"ამბობდა, ელოდებოდა, რომ შეიძლება ის მოეკლათ. პირადად ჩემთვისაც უთქვამს და ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვისაც", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მისივე თქმით, ბესო ხარძიანი სასიკვდიდოდ არაერთხელ სცემეს ციხეში ყოფნის დროს. დაჩი ცაგურიას თქმით, გიორგი უდესიანმა ბესიკ ხარძიანს ციხიდან გადააფორმებინა კუს ტბა.

"ახლა ის იბრძოდა სასამართლოს გზით და იბრუნებდა ამ ყველაფერს. როგორც ვიცი, პროცესი სააპელაციო სასამართლოშიც სრულდებოდა. ყოველ შემთვევაში, მას რამდენიმე სასამართლო ინსტანცია უკვე მოგებული ჰქონდა", - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

საავადმყოფოსთან მყოფმა ირაკლი კორძაიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, ბესო ხარძიანმა უთხრა, რომ შეიძლებოდა იგი მოეკლათ.