ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილმა მარაბდის ქუჩაზე, სახლთან ორი დღის განმავლობაში მოთვალთვალე პირი შენიშნა, - ამის შესახებ გასროლის ადგილას მყოფმა ახლობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს. ცოტა ხნის წინ ხარძიანის შვილი შემთხვევის ადგილიდან პროკურატურაში წავიდა, სადაც, სავარაუდოდ, აღნიშნულის შესახებ დაკითხავენ.
ახლობლების ინფორმაციით, ჯერჯერობით იმ პირის ვინაობა, ვინც ხარძიანის მიმართ გასროლა განახორციელა, დადგენილი არ არის. არსებული ინფორმაციით, გასროლა მოტოციკლეტისტმა, ნიღბიანმა პირმა განახორციელა.