ბესო ხარძიანის და:   ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას

ბესო ხარძიანის და: ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას

ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას, - განაცხადა გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის დამ მაია ხარძიანმა.

როგორც მაია ხარძიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის შეკვეთილი მკვლელობა.

"ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას. მთავრობას ვთხოვ, მოახდინონ გამოძიება. ეს იყო ის, რაც მის ქონებას ეხებოდა, ეს იყო მისი პარტნიორი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ეს არის გიორგი უდესიანი. უდესიანმა მაქსიმალურად უნდა გააკეთოს ის, რომ თუ თვითონ არ არის ამის გამკეთებელი, მოიძიოს ვინ არის მკვლელი და აგვიხსნას რატომ ესროლეს. ეს მკვლელობა არის შეკვეთილი", - განაცხადა მაია ხარძიანმა.

ბიზნესმენი ბესო ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბესო ხარძიანს დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს.