საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბესო ხარძიანი გარდაიცვალა

საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბესო ხარძიანი გარდაიცვალა

ბესო ხარძიანი რამდენიმე წუთის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურმა განუცხადა.

როგორც საავადმყოფოს პრესცენტრში აცხადებენ, ხარძიანს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი იყო. თუმცა ამის მიუხედავად იგი გაიყვანეს საოპერაციოში და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც საავადმოფოში აცხადებენ, მომხდარზე ექიმების მიერ ოფიციალური კომენტარიც გაკეთდება.