მთავრობის ადმინისტრაცია გარემოს დაცვით აქციას - "დედამიწის საათი" უერთდება. აქციის ფარგლებში, დღეს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის , ისე სხვა სამთავრობო სტრუქტურების შენობები ერთი საათით ჩაბნელდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის ადმინისტრაციის და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებში განათება 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გაითიშება.