მაშველებმა მდინარე რიონიდან ორი არასრულწლოვანი ამოიყვანეს

მაშველებმა მდინარე რიონიდან ორი არასრულწლოვანი ამოიყვანეს

ქუთაისში, მდინარე რიონიდან, ერთ საათიანი მცდელობის შემდეგ, მაშველებმა ორი არასრულწლოვანი ამოიყვანეს. ბავშვები მდინარე რიონის შუა ნაწილში,  ქვებზე იდგნენ.

თვითმხილველების თქმით, დილით  მდინარეში წყლის დონე დაბალი იყო და ბავშვები ქვებზე სერიონობდნენ. უცებ წყლის დონემ აიწია, რის გამოც ორი გოგონა მდინარის შუა ნაწილში, ქვებზე შემორჩა.

ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.