"იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენ ქვეყანაშია, ინვესტიციების შემოსვლა არის ყველაზე პრიორიტეტული"

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც უცხოელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრობენ, სიტყვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიდა. გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკა გაუმჯობესდება. ქადაგიძემ ინვესტიციების შემოსვლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ინვესტიციები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის სავალუტო ფულადი ნაკადების შემოდინება ქვეყანაში. იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენ რეგიონში არის, რაც ჩვენ ქვეყანაში არის, რა თქმა უნდა ამ ამოცანის გადაჭრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი“ აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.