სარკოზის მოწინააღმდეგე მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის პირობას იძლევა

სარკოზის მოწინააღმდეგე მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის პირობას იძლევა

საფრანგეთის რესპუბლიკის მეთაურის პოტზე სოციალისტების კანდიდატმა, ფრანსუა ოლანდმა თავისი წინასაარჩევნო პროგრამა გაახმაურა. იგი განათლების სფეროში ახალგაზრდობისთვის 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინადადებით გამოვიდა. გარდა ამისა, მისი პროგრამა ითვალიწინებს მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას და დამატებითი გადასახადის შემოღებას საბანკო მოგებისთვის. 

ოლანდის თქმით, მისი პროგრამა ოთხ პრინციპზეა დაფუძნებული.

„პირველი - ნათელი წარმოდგენის ქონა სიტუაციის სერიოზულობის, კრიზისის მასშტაბის და ზოგადად ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. მეორე - ეკონომიკური და სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფა. მესამე - სამართლიანობის მიღწევა ფრანგი ხალხისა და ბიზნესისთვის, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესისთვის, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. და მეოთხე - გამჭვირვალობა ფინანსებში, გეგმებში და პრობლემის გადაჭრის გზებში “ - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

გეგმაში სულ 60 პუნქტია. სხვა დაპირებებთან ერთად მასში შედის 2017 წლისთვის საბიუჯეტო დეფიციტის ლიკვიდაცია.
ამის პარალელურად, მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გარემოცვაში ეს პროგრამა შეფასდა როგორც არარეალისტური და „ძალიან ძვირი“. თავის მხრივ, საზოგადოებრივი აზრი კვლევებმა აჩვენა, რომ ოლანდის პოპულარობა ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტის.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს ოლანდი ოფიციალურად ჩაერთო წინასაარჩევნო ბრძოლაში.

როგორც მოსალოდნელია, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აპრილის ბოლოს შედგება. მეორე კი, საჭიროების შემთხვევაში - მაისის დასაწყისში.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი ექს პრემიერ-მინისტრმა, დომინიკ დე ვილპენმა და წარსულში ცობილმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონმაც გამოთქვეს. ნიკოლა სარკოზის ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია ქვეყნის უმაღლესი პოსტისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მიღების შესახებ. თუმცაღა, პრეზიდენტოს გარემოცვისგან ცნობილი ხდება, რომ ეს შეიძლება მარტის დასაწყისში, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოხდეს.