"ასეთი ხერხები რუსეთთან არ ამართლებს"- ვლადიმერ პუტინი

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიდის და მასზე ზემოქმედება ხდება. პუტინი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობაში, დასავლეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

"რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, როგორიცაა პოლიტიკური იზოლაცია, ეკონომიკური ზემოქმედება და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომი. მათ ღიად განაცხადეს, რომ შეეწინააღმდეგებიან ყველას, ვინც არ ეთანხმება. თუმცა ასეთი ხერხები რუსეთთან არ ამართლებს. ჩვენს შემთხვევაში ეს არც წარსულში ამართლებდა და არც მომავალში გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს," - განაცხადა პუტინმა.