ახალი მოწმე და ახალი ჩვენება ნემცოვის მკვლელობის საქმეში

ახალი მოწმე და ახალი ჩვენება ნემცოვის მკვლელობის საქმეში

ახალი მოწმემე ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში. "კომერსანტის" ინფორმაციით,დაიკითხა მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე გამვლელი მამაკაცი, რომელმაც მკვლელი დაინახა. მისი აღწერილობა კი ამჟამად დაკავებულ ეჭვმიტანილს ზაურ დადაევს ემთხვევა.

თვითმხილველი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს. მკვლელობის ადგილას ორი ქალი იმყოფებოდა, რომლებმაც ნემცოვის თანმხლებ უკრაინელ მოდელს რაღაც უთხრეს და შემდეგ სწრაფად დატოვეს ხიდი, სადაც მკვლელობა მოხდა.