იემენის პრეზიდენტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა

იემენის პრეზიდენტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა

იემენის პრეზიდენტი აბდ რაბუ მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქვეყანა შექმნილი ვითარების გამო დაეტოვებინა. "ბიბისის" ცნობით, იგი საუდის არაბეთში გადავიდა. ხვალ კი ეგვიპტეში "არაბული ლიგის" სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება. 

იემენში ჰუსიტი მებრძოლები ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. მათ სექტემბერში დედაქალაქი სანაა დაიკავეს, რის გამოც პრეზიდენტი სანაადან გაიქცა და ქალაქ ადენში გადავიდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ჰუსიტები ადენშიც შეიჭრნენ და რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს.

იემენის მთავრობამ დახმარების თხოვნით მეზობლებს მიმართა, რის შემდეგაც საუდის არაბეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო და საჰაერო იერიში მიიტანა ჰუსიტების პოზიციებზე. არიან დაღუპულები და დაშავებულები. 

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ იგი ლეგიტიმურ მთავრობას იცავს. შიიტი ჰუსიტები მოქმედ მთავრობას ეწინააღმდეგებიან და ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის მხარდაჭერით გამოდიან.