ნიუ-იორკში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა

ნიუ-იორკში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა

ნიუ-იორკში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. "ბიბისის" ცნობით, აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. ცეცხლის ჩაქრობას 200-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. 

წინასწარი ცნობით, აფეთქებამდე შენობაში ბუნებრივი აირის გაყვანილობას აკეთებდნენ. გამოძიების ცნობით, აფეთქება გაზის აალებამ გამოიწვია. 

აფეთქება მანჰეტენზე მდებარე იმ შენობაში მოხდა, რომლის პირველ სართულზეც სუშის რესტორანი მდებარეობდა. 

ცეცხლი მალევე მოედო ახლოს მდებარე შენობასაც.