ალპების ავიაკატასტროფის შემდეგ, გერმანიაში მფრინავებისთვის ახალი ინსტრუქციის შემუშავებას იწყებენ

ალპების ავიაკატასტროფის შემდეგ, გერმანიაში მფრინავებისთვის ახალი ინსტრუქციის შემუშავებას იწყებენ

ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კატასტროფის შემდეგ, გერმანიაში მფრინავებისთვის ახალი ინსტრუქციის შემუშავებას იწყებენ. "ბიბისის" ცნობით, ახალი ინსტრუქციის მიხედვით, ფრენის დროს კაბინაში ეკიპაჟის მინიმუმ ორი წევრი უნდა იმყოფებოდეს. მსგავსი წესი მოქმედებს აშშ-ში. 

გერმანიაში ამდრომდე არსებული რეგულაციის მიხედვით, კაბინაში სულ მცირე ერთი მფრინავი უნდა ყოფილიყო, მეორეს კი კაბინის დატოვება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მცირე დროით შეეძლო. 
გერმანული ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც კაბინაში მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა, მეორე გასული იყო და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდა, ვინაიდან კარი ჩაკეტილი იყო.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, კაბინაში მყოფ პილოტს თვითმფრინავის განადგურება სურდა.