ამერიკული მას-მედიის ცნობით, ცნობილი კინორეჟისორი და სცენარისტი დევიდ ლინჩი მუსიკით დაინტერესდა. ცოტა ხნის წინ 66 წლის რეჟისორმა სადებიუტო ალბომი “Crazy Clown Time” გამოსცა და საზოგადოებას მომღერლად მოევლინა.
ამ სტუდიერ ჩანაწერში შესული კომპოზიციების მუსიკა და ტექსტი ლინჩმა თავად შეთხზა და შეასრულა კიდეც.
სოლო ალბომის გამოშვების იდეა სერ დევიდს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა.
“ახალ საქმიანობაში საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა მსურდა და ბედნიერი გახლავართ სურვილი რომ ავისრულე. არაერთი სიძნელე შემხვდა, მაგრამ სირთულეები ღირსეულად გადავლახე. იმედია მუსიკის თაყვანისმცემლები ჩემს სადებიუტო ნამუშევარს თბილად მიიღებენ და დადებითად შეაფასებენ”. – განაცხადა დევიდ ლინჩმა.