გერმანული ლაინერის კატსტროფის საქმის გამოძიებაში საეჭვო დეტალები გამოიკვეთა

გერმანული ლაინერის კატსტროფის საქმის გამოძიებაში საეჭვო დეტალები გამოიკვეთა

კომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავის ერთ-ერთმა პილოტმა ლაინერის დაშვება განზრახ დაიწყო, როდესაც ლაინერი საფრანგეთის ალპების თავზე იმყოფებოდა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ფრანგი პროკურორები იტყობინებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროისთვის მეორე პილოტი კაბინიდან იყო გასული და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, ვინაიდან კარი ჩაკეტილი იყო.

აღნიშნული ცნობები "შავი ყუთის" ჩანაწერებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებენ.

სამგზავრო ლაინერი, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა რეისს, საფრანგეთის ტერიტორიაზე, მთიან ადგილას ორი დღის წინ ჩამოვარდა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა გერმანელები და ესპანელები იყვნენ. ბორტზე კიდევ 15 ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.