ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული 5 ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე ირაკლი ალასანია აღარ დაიკითხება

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული 5 ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე ირაკლი ალასანია აღარ დაიკითხება

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული 5 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ წინასწარი გამოძიება დასრულებულია და შესაბამისად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აღარ დაიკითხება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუმარტეს, ე.წ. კაბელების საქმეზე სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიება გრძელდება და თუკი საჭიროება იქნება, ყოფილი მინისტრის დაკითხვა მოხდება.

ირაკლი ალასანია დაკავებული 5 პირის საქმეში არც დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაშია. როგორც მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებს დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარეს ირაკლი ალასანიას გამოკითხვა არ მოუხდენია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი პირის დაკავების შემდეგ რამდენჯერმე გააკეთა საჯარო განცხადება და დაკითხვა მოითხოვა. ალასანიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე მის მიმართ პოლიტიკურ დევნას უკავშირდება.