ზურაბ ჯაფარიძე :    ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები ვიხილეთ

ზურაბ ჯაფარიძე : ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები ვიხილეთ

ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები ვიხილეთ, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ პრესკონფერენციას.

"ჩვენ კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავრობა ეფექტურად მუშაობს და ბოროტი "ნაციონალების" სექტა ხალხს ხელს უშლის, დაინახონ ის სიკეთეები, რომლებსაც მთავრობა ქმნის. ქვეყნის ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო ღრმავდება, ლარი დღითიდღე უფასურდება და ამ დროს ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი საუბრობდეს სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვისმენთ განცხადებას იმის თაობაზე თუ როგორი წარმატებული მმართველობა აქვს ხელისფლებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ არ ესმით ხალხის ხმა და ისინი ბოლომდე დასცილდნენ მოსახლეობას. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა პრემიერის ბრალდებას 21 მარტს მიტინგზე მისული ადამიანების მოსყიდვასთან დაკავშირებით.

"ეს უბრალოდ სასაცილოა, რადგან ჩვენ გვაქვს მწირი რესურსი და ჩვენი აქცია იყო საკმაოდ ხალხმრავალი. იქ მოსული ყველა ადამიანი არ იყო "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე. ისინი იყვნენ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ უუნარო მთავრობა უნდა წავიდეს და ვიღაცამ დაიწყოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ფიქრი. აქციები არის ხელისუფლებასთან ბრძოლის დემოკრატიული გზა და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხერხს კანონის ფარგლებში იმისათვის, რომ ეს მთავრობა ვადაზე ადრე წავიდეს", - განაცხადა აბაშიძემ.