დავით უსუფაშვილი გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარების საკითხს გამოეხმაურა

დავით უსუფაშვილი გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარების საკითხს გამოეხმაურა

თუკი დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაშინ თანამონაწილეობისთვის პარლამენტის წევრს ისევე შეიძლება მოეკითხოს პასუხი, როგორც სხვას, ხოლო თუკი ინფორმაციის მიღებას აქვს ადგილი, ამაში პარლამენტის წევრი თავისუფალია, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მისი ოპოზიციონერი კოლეგის გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარებას.

ამასთან, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ის არ ერევა თუ ვინ დაიკითხება და ვინ არ დაიკითხება.

"მე პირადად ჩემზე გეტყვით, ვარ პარლამენტის წევრი და თუ ვინმეს ექნება კითხვები, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, მზად ვარ მას პახუსი გავცე. ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი არ მათავისუფლებს კითხვებზე პასუხის გაცემისაგან. ამასობაში პარლამენტის წევრს აქვს სადეპუტატო იმუნიტეტი ინფორმაციის მიღების და ინფორმაციის წყაროს არგამხელის თაობაზე, მაგრამ ეს იმუნიტეტი დანაშაულზე არ ვრცელდება. თუკი თქვენს ოთახში შემოვიჭერი და ინფორმაცია იქიდან ავიღე, ჩავიდენ დანაშაულს, მაგრამ თუკი ახლა ჩუმად ჯიბეში რაიმეს ჩამიდებ და ვნახავ ინფორმაციას, მე ამის უფლება მაქვს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.