სასამართლოს გაძლიერება არის პრეზიდენტის და საპრეზიდენტო ინსტიტუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია

სასამართლოს გაძლიერება არის პრეზიდენტის და საპრეზიდენტო ინსტიტუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სასამართლოს გაძლიერება არის პრეზიდენტის და საპრეზიდენტო ინსტიტუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თანდათანობით სასამართლო სისტემა მიიღებს ფორმას, რომელსაც ექნება მთლიანად საზოგადოების და ასევე ოპოზიციური პარტიების ნდობა. როგორც მედიასთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არაერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, პროცესი გაგრძელდება და ნელ-ნელა სასამართლო მიიღებს ფორმას, რომლის მიმართაც მთელს საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ ძალებს ექნებათ ნდობა.

აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა მედიის კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხება.