"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტის აქციის დასრულებისთანავე დაშლის პირას მივიდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 21 მარტის აქციის დასრულებისთანავე "ნაციონალური მოძრაობა" დაშლის პირას მივიდა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სხვათა შორის, მე გეტყვით, რომ ძალიან იმედგაცრუებულები, გაწბილებულები არიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. მათი პარტია დაშლის პირას იყო აქციის დასრულებისთანავე და იმ საღამოს მე ვიცი, რაც ხდებოდა ძალიან კარგად. მათი ამოცანა იყო, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ თავი მოსახლეობისთვის. კიდევ უფრო მეტი აგრესია მიიღეს მოსახლეობისგან და კიდევ უფრო ცუდი საქმე გაუკეთეს საკუთარ თავს. თავი შეახსენეს მოსახლეობას, თუ როგორი მოძალადე მთავრობა იყო ორი წლის წინ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.