ირაკლი ალასანია:   ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა

ირაკლი ალასანია: ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და რა არის სპეკულაცია, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ შეფასებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

ალასანია ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელისშეშლა სახელმწიფოს მავნებლობაა.

"პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და არა არის სპეკულაცია. მისთვის სპეკულაციაა სიმართლის თქმა, ვაჟკაცობა ჰგონია, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ატყვევებ და პროკურატურას პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებ. უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონიდან პრემიერს კიდევ ერთ განმარტებას მივცემ და ვეტყვი, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელისშეშლა არის სახელმწიფოს მავნებლობა. საკითხი რა თქმა უნდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და რა თქმა უნდა მის ტექნიკურ დეტალებზე არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ხელშეშლა რომ იყო, ეს არის ფაქტი. ამაზე მას მომავალში პასუხი მოეთხოვება", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.