მინდია ჯანელიძე არც ადრე წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს, არც დღეს წარმოადგენს

მინდია ჯანელიძე არც ადრე წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს, არც დღეს წარმოადგენს

მინდია ჯანელიძე არც მაშინ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს, არც დღეს წარმოადგენს, ის იყო კომუნიკატორი, ხოლო გადაწყვეტილება მოწოდებული იყო პრემიერ-მინისტრის სახელით, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთში ვიზიტისას საჰაერო უსაფრთხოების შეიარაღების გადმოცემაზე მოლაპარაკებისას მინდია ჯანელიძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ შესაბამის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.

ალასანიას თქმით, მას მიაჩნია, რომ პროექტის შეჩერება ჯანელიძისთვის მისაღები არ იყო.

"როდესაც საფრანგეთში ჩემს კოლეგას და თავდაცვის ინდუსტრიებს შევხვდი, საუბარი და მოლაპარაკებები იყო საჰაერო თავდაცვაზე, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მივიღე არასწორი მითითება, როდესაც მანამდე ეს ყველაფერი უსაფრთხოების კაბინეტში იყო შეთანხმებული, არასწორი მითითებას არ დავემორჩილე და შეთანხმებას ხელი მოვაწერე. თუკი საქართველოს აქვს შანსი იმის, რომ მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება საფრანგეთიდან, ეს იმის წყალობითააა რომ, შეთანხმება გაფორმდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით არის გარკვეული ვადები, რომელიც ჯერ არ გასულა, თუმცა დარღვევის შემთხვევაში, ის გამოვა და საზოგადოებას აცნობებს.