ბრიტანელი კანონმდებლები ჯიჰადისტების რიგებში ბრიტანეთიდან ადამიანების გამგზავრების პრევენციაზე საუბრობენ

ბრიტანელი კანონმდებლები ჯიჰადისტების რიგებში ბრიტანეთიდან ადამიანების გამგზავრების პრევენციაზე საუბრობენ

საკმარისი ნაბიჯები არ იდგმება იმისათვის, რომ ჯიჰადისტების რიგებში გაწევრიანების მიზნით, ბრიტანეთიდან ადამიანების ერაყსა და სირიაში გამგზავრების პრევენცია მოხდეს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ბრიტანელი კანონმდებლების მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პრევენციული ზომების მიღება საზოგადოებასთან, ოჯახებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა მოხდეს და ეს საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ე.წ ისლამურ სახელმწიფოს დაახლოებით 600 ბრიტანელი შეუერთდა, მათგან ნახევარი დაბრუნდა სამშობლოში, ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი კვლავ სირიასა და ერაყში იმყოფება.