იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს პროკურატურაში საქმის ახალ მასალებს გაეცნობიან

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს პროკურატურაში საქმის ახალ მასალებს გაეცნობიან

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს, პროკურატურაში მივლენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ირმა ჭკადუამ განუცხადა, ადვოკატები საქმის ახალ მასალებს გაეცნობიან. 

კერძოდ, მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგი ადვოკატებისთვის უცნობია. 

"საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მოხდა მოწმეთა დაკითხვაც. საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს ეტაპობრივად ვეცნობით და დღეს დაგეგმილი შეხვედრაც ამას უკავშირდება", - განაცხადა ჭკადუამ. 

მისი თქმით, ადვოკატები პროკურატურაში დღის მეორე ნახევარში მივლენ.