მიმდინარე წლის 31 იანვარს 25 წლის ამერიკელმა მომღერალმა ლანა დელ რეიმ სადებიუტო ალბომი “Born to Die” გამოუშვა.
მუსიკალური გამოცემა “Billboard”-ის მტკიცებით, ამ სტუდიურმა ჩანაწერმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და მსოფლიოს 14 ქვეყნის ჰიტ-აღლუმებში ერთდროულად გალიდერდა.
ახალგაზრდა ამერიკელი მომღერლის დისკი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ფინეთის, ავსტრიის, შვეიცარიის, ირლანდიის, ბელგიის, პორტუგალიის, მექსიკის, საბერძნეთისა და ლუქსემბურგის მუსიკალური ალბომების რეიტინგების სათავეში იმყოფება.
“Born to Die” ახალგაზრდა მუსიკოსის პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია. 2009 წელს ელიზაბეტ გრანდმა (ლანა დელ რეის ნამდვილი სახელი) მინი ალბომი “Lana Del Rey A.K.A. Lizzy Grant” გამოსცა. მისდა სამწუხაროდ ამ დისკს წარმატება წილად არ ხვდა.