სასამართლო სისტემის საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ბედი

სასამართლო სისტემის საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ბედი

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ გვენეტაძემ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა დაიკავა. როგორც ვოლსკი განმარტავს, ქვეყნის მომავალი სასამართლო სიტემაზე იქნება დამოკიდებული.

„ქალბატონი ნინო 10 წლის ვადით საგანგებო პოზიციაზე ავირჩიეთ, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. სასამართლო სისტემის საქმიანობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის ბედი მომავალში. როგორიც არსებობდა, ის იყო ორიენტირებული ხელისუფლების გაძლიერებისაკენ და აღიქმებოდა პროკურატურის დანამატად",- აცხადებს გიორგი ვოლსკი.