გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ “MusiCares” ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი სერ პოლ მაკარტნი “2011 წლის ადამიანად” გამოაცხადა. ეს ჯილდო ლეგენდარული “The Beatles”-ის ყოფილ წევრს წარმატებული მუსიკალური კარიერისა და აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისათვის მიენიჭა.
ამ ფონდის ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მიმდინარე წლის 12 თებერვალს ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, სერ პოლს სპეციალური კონცერტი მიეძღვნება, სადაც მის გარდა არაერთ ცნობილ მუსიკოს-შემსრულებელს ვიხილავთ.
ცნობილი გახდა რომ ამ მასშტაბურ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები ნილ იანგი, ქეთი პერი, ნორა ჯონსი, ტონი ბენეტი, დაიანა ქროული, ჯგუფები “Foo Fighters” და “Coldplay”.
ზემოთდასახელებული მუსიკოსების გარდა პოლ მაკარტნის ჯეიმს ტეილორი, ელისონ ქროსი, ჯერი დუგლასი, ედი დუეინი და სერჯიო მენდესიც დააფასებენ.
“Rolling Stone”-ს მტკიცებით, სცენაზე თავად ამ საღამოს მთავარი მომქმედი გმირი პოლ მაკარტნიც გამოჩნდება და რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს.