კონსტანტინე კუბლაშვილმა ევროპის საბჭოდან შეთავაზება მიიღო

კონსტანტინე კუბლაშვილმა ევროპის საბჭოდან შეთავაზება მიიღო

შეძლებს თუ არა ახალი თავმჯდომარე სასამართლო სისტემაში დარჩენილი ხარვეზების აღმოფხვარს, ამას დრო დაგვანახებს, - ამის შესახებ უზნაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იგი წარმატებებს უსურვებს ახალ თავმჯდომარეს.

"ყველას ვუსურვებ წარმატებას, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი შემცვლელი, ზუსტად იგივე სურვილი მექნებოდა. მცირე ხარვეზები რჩება, რომელიც უნდა აღმოიფხვარს, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ამის აღმოფხვრას გარკვეული დრო დასჭირდება", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მისი თქმით, იგი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ არ აპირებს ქვეყნის დატოვებას.

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ევროპის საბჭოდან შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა იმასთან დაკავშირებით, თუ სად გეგმავს მუშაობის გაგრძელებას.

"მე საქართველოში ვარ - უნივერსიტეტში და ასევე ევროპის საბჭოდან გარკვეული შემოთავაზება მაქვს, ვნახოთ", - განმარტა კუბლაშვილმა.