საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტებზე მუშაობა კვლავ გრძელდება , - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინსიტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტ თარიღებს ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს. რაც შეეხება ანგელა მერკელის ვიზიტს, კერესელიძის განცხადებით, სავარაუდო პერიოდად მოიაზრება წლის მეორე ნახევარი.
რაც შეეხება ჯონ კერის ვიზიტს, როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ამ საკითხზეც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა თარიღებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
"გეტყვით, იმას, რომ ამერიკული მხარის მზაობა არის ეწვიოს საქართველოს", - განაცხადა დავით კერესელიძემ.