საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტზე მუშაობა კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ვიზიტის ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს.
"გვინდა, რომ ეს ვიზიტი როდესაც შედგება, მას ჰქონდეს კონკრეტულად კარგი და დადებითი შედეგი", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისივე თქმით, მანამდე მიმდინარეობს დარგობრივი მინისტრების და პარლამენტის კონკრეტული წევრების ვიზიტები უკრაინაში და როგორც ცნობილია, რამდენიმე მინისტრი კიდევ აპირებს უკრაინაში გამგზავრებას, თუმცა მათი ვინაობა დავით კერესელიძისთვის ჯერჯერობით უცნობია.