საფრანგეთის ადგილობრივი არჩევნების პირველ რაუნდში ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პარტია - "კავშირი სახალხო მოძრაობისთვის" 36,5%-ით ლიდერობს.
"ბიბისის" ცნობით, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70% უკვე დათვლილია. მეორე ადგილს იკავებს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "ეროვნული ფრონტი" 25,95 პროცენტით, ხოლო მმართველმა სოციალისტებმა ხმების მხოლოდ 20 პროცენტის მოპოვება შეძლეს.
არჩევნების მეორე ტური 29 მარტსაა დაგეგმილი, რომელიც სავარაუდოდ სარკოზის პარტიასა და "ეროვნულ ფრონტს" შორის გაიმართება. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, საბოლოო გამარჯვებას მარინ ლე პენის "ეროვნული ფრონტი" მოიპოვებს.