ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოში ათენიდან 26 მაისს შემოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, ოლიმპიური ჩირაღდანი ათენიდან ქალაქ ბათუმში 26 მაისს, 20:00 საათზე შემოვა. ჩირაღდანი საქართველოს ტერიტორიაზე 26 მაისიდან 1-ლი აგვისტომდე დარჩება.
"თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მონაწილეობას მიიღებს 700 მეჩირაღდნე.
ოლიმპიური ჩირაღდანი მოივლის მთელს საქართველოს, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვინილი სახალხო ზეიმი. საქართველოს 6 ქალაქში საზეიმო კონცერტები გაიმართება.
ოლიმპიური ჩირაღდნის მარშრუტი საქართველოს ტერიტორიაზე ასეთია:
26 მაისი, ბათუმი, საზეიმო კონცერტი ( დარჩენა 2 ღამე)
28 მაისი, ხელვაჩაური - ქედა - შუახევი -ხულო (დარჩენა ხულოში )
29 მაისი, ადიგენი - ახალციხე, საზეიმო კონცერტი ახალციხეში (დარჩენა 2 ღამე)
31 მაისი, ასპინძა - ახალქალაქი (დარჩენა ახალქალაქში)
1 ივნისი, ნინოწმინდა (დარჩენა ნინოწმინდაში)
2 ივნისი ვერტმფრენით გამგზავრება წალკაში - თეთრი წყარო – დმანისი (დარჩენა დმანისში)
3 ივნისი, ბოლნისი - მარნეული, (დარჩენა მარნეულში)
4 ივნისი, გარდაბანი - რუსთავი , (რუსთავში დარჩენა)
5 ივნისი, საგარეჯო (დარჩენა საგარეჯოში)
6 ივნისი, დედოფლისწყარო, (დარჩენა დედოფლისწყაროში)
7 ივნისი, სიღნაღი , (დარჩენა სიღნაღში)
8 ივნისი, ლაგოდეხი (დარჩენა ლაგოდეხში)
9 ივნისი, ყვარელი - გურჯაანი (დარჩენა გურჯაანში)
10 ივნისი, თელავი, საზეიმო კონცერტი(დარჩენა 2 ღამე)
12 ივნისი, ახმეტა - ვერტმფრენით გადასვლა ჩარგალში და ყაზბეგში, (დარჩენა ყაზბეგში)
13 ივნისი, ფასანაური - თიანეთი (დარჩენა თიანეთში)
14 ივნისი, დუშეთი - მცხეთა, (დარჩენა მცხეთაში)
15 ივნისი, კასპი - გორი , ( დარჩენა გორში)
16 ივნისი, ქარელი - ბორჯომი (დარჩენა ბორჯომში)
17 ივნისი, ხაშური - საჩხერე, (დარჩენა საჩხერეში )
18 ივნისი, ჭიათურა - ზესტაფონი (დარჩენა ზესტაფონში )
19 ივნისი, თერჯოლა - ტყიბული (დარჩენა ტყიბულში)
20 ივნისი, ონი - ამბროლაური , (დარჩენა ამბროლაურში)
21 ივნისი, ცაგერი - ლენტეხი , (დარჩენა ლენტეხში )
22 ივნისი, წყალტუბო - ქუთაისი , საზეიმო კონცერტი ქუთაისში (დარჩენა ქუთაისში 2 ღამე)
24 ივნისი, ბაღდათი - ვანი - ხონი (დარჩენა ხონში)
25 ივნისი, სამტრედია - ჩოხატაური (დარჩენა ჩოხატაურში)
26 ივნისი, ოზურგეთი , (დარჩენა ოზურგეთში)
27 ივნისი, ლანჩხუთი - ფოთი , (დარჩენა ფოთში)
28 ივნისი, ხობი - სენაკი (დარჩენა სენაკში)
29 ივნისი, აბაშა - მარტვილი (დარჩენა მარტვილში)
30 ივნისი, ჩხოროწყუ (დარჩენა ჩხოროწყუში)
1 ივლისი, ზუგდიდში საზეიმო კონცერტი(დარჩენა ზუგდიდში 2 ღამე)
3 ივლისი, ანაკლია (დარჩენა ანაკლიაში)
4 ივლისი, წალენჯიხა - მესტია , (დარჩენა მესტიაში)
5 ივლისი, უშგული (დარჩენა უშგულში 9 ღამე)
14 ივლისი, მესტიიდან ვერტმფრენით ქობულეთში ჩასვლა, თბილისში ვერტმფრენით გამგზავრება საზეიმო კონცერტი
14 ივლისი, სამგორის რაიონი
15 ივლისი, ისნის რაიონი
16 ივლისი, კრწანისის რაიონი
17 ივლისი, ვაკის რაიონი
18 ივლისი, საბურთალოს რაიონი
19 ივლისი, დიდუბის რაიონი
20 ივლისი, ჩუღურეთის რაიონი
21 ივლისი, ნაძალადევის რაიონი
22 ივლისი, გლდანის რაიონი
23 ივლისი, ოლიმპიური პარკი 2 ღამე
25 ივლისი, მთაწმინდის რაიონი
26 ივლისი, გახსნის ცერემონიაზე შემოსვლა