ერთი თვის წინ დაკარგული 19 წლის ილია ნიჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცის ცხედარი მტკვარმა გამორიყა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
1996 წელს დაბადებული ილია კონსტანტინეს ძე ნიჟარაძე ვარკეთილში ცხოვრობდა, იგი 2015 წლის 12 თებერვალს სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
შსს-მ ძებნა 18 თებერვალს გამოაცხადა.