რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ინფორმაცია თავად ტედ კრუზმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
"მე ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს", - დაწერა სენატორმა.
44 წლის ტეხასელი პოლიტიკოსი პირველი რესპუბლიკელია, რომელმაც მომავალ არჩევნებში მონაწილეობის გეგმების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. მან უკვე გამოაცხადა წინასაარჩევნო კამპანიაც.
ტედ კრუზი რესპუბლიკელთა შორის პრაიმერში სავარაუდოდ, ჯორჯ ბუშ უფროსის ვაჟს, ჯებ ბუშს და ნიუ-ჯერსის გუბერნატორს, კრის კრისტის დაუპირისპირდება, თუმცა, ბუშსა და კრისტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებიათ.
რესპუბლიკელთა შორის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი გამოთქვეს სენატორებმა რენდ პოლმა და მარკო რუბიომაც. რაც შეეხება დემოკრატებს, მათი მხრიდან არჩევნებში მონაწილეობას ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გეგმავს.