"თბილისის მიკროავტობუსი" სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის გაძვირების შესახებ ინფრომაციას უარყოფს

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდას უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს , მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მგზავრობის თანხის გაძვირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

მათივე ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალურ განცხადებასაც გამოაქვეყნებს.
 

დღეს მედიაში გავრცლედა ინფორმაცია, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა აპრილიდან გაძვირდება.