დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა რუსეთს უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებისკენ მოუწოდა.
"2014 წელს ყირიმის ანექსია უკანონო და არალეგიტიმური იყო და ასევე რჩება უკანონოდ და არალეგიტიმურად 2015 წელსაც. რუსეთმა უნდა დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის ყირიმის მიერთება ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით მოხდა და ეს ფაქტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან 16 მარტს ერთი წელი გავიდა.