პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ახალი ტრანსატლანტიკური სტრატეგია, რათა რუსეთის მხრიდან გამოწვევას პასუხი გაეცეს. "პოლონეთის რადიოს" ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების საფუძველი შერყეულია, რუსეთმა კი თავისი ქმედებებით მთელ კონტინენტზე ნდობა დაკარგა.
"აუცილებელია ახალი აზროვნება, რუსეთთან ურთიერთქმედების გრძელვადიანი ტრანსატლანტიკური სტრატეგია. სტრატეგია, რომელიც გააერთიანებს დასავლეთს ახალი გამოწვევის წინაშე, რომელიც ეხება ევროატლანტიკური თანამეგობრობის ძირითად ფასეულობებსა და ინტერესებს; სტრატეგია, რომელიც თავის თავში გააერთიანებს ისეთი ძირითადი ინსტიტუტების ძალისხმევას, როგორებიც არიან ევროკავშირი და ნატო", - განაცხადა კომოროვსკიმ.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ძალიან დიდი ხანია თავს იტყუებს, რომ რუსეთი, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, წავა მოდერნიზაციის გზით. სწორედ ამიტომ, კომოროვსკის აზრით, აუცილებელია სრულიად დასავლური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. მისივე თქმით, ერთობის გაძლიერება და სოლიდარობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი ამოცანაა.