ლონდონის სტემფორდ ჰილში, რომელიც ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, დღეს დილით ადგილობრივ სინაგოგას 20-კაციანი დაჯგუფება თავს დაესხა.
"The Jerusalem Post"-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი მორწმუნე იუდეველი დაშავდა, ზარალი მიადგა სინაგოგის ქონებას.
გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა ადამიანები სინაგოგაში შეიჭრნენ, სალოცავი წიგნების დახევა დაიწყეს და ებრაელებს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ამის შემდეგ ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მამაკაცს, რომელიც მათთვის ხელის შეშლას შეეცადა. ადგილობრივმა პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილის დაკავება შეძლო.