ქართველ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის – "რაგბი - ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულია.
ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა რუმინელები გუშინ სტუმრად ანგარიშით - 6:15 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრები "ერთა თასის" მფლობელი უკვე მეცხრედ გახდა.
ამასთან, აღნიშნული ტურნირი ქართველმა მორაგბეებმა დაუმარცხებლად განვლეს და ხუთივე თამაში მოიგეს.