პეტრო პოროშენკო - რუსეთს უკრაინის განადგურების სამი სცენარი ჩაუვარდა

პეტრო პოროშენკო - რუსეთს უკრაინის განადგურების სამი სცენარი ჩაუვარდა

მტერს უკრაინის განადგურების სამი სცენარი ჰქონდა, მაგრამ სამივე ჩაუვარდა. ამის შესახებ "ინტერის" ეთერში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. 

"პირველი სცენარი - პოლიტიკურ განადგურებას გულისხმობდა. მტერი დარწმუნებული იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში არ ჩატარდებოდა. შემდეგ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ არც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა. მეორე სცენარი ეკონომიკური განადგურება იყო - ელოდნენ, რომ უკრაინაში დეფოლტი იქნებოდა. მესამე სცენარი - სამხედრო განადგურება იყო. დარტყმა გათვლილი იყო იმაზე, რომ უკრაინელები მობილიზაციას გაექცეოდნენ. ჩვენ კი ავაშენეთ არმია, შეიქმნა მოხალისეთა არმია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, როდესაც ასეთი რაოდენობა უკრაინის მოქალაქეებისა მონაწილეობს სახელმწიფოს დაცვაში. ამიტომაც, ყველაფერი კარგად გვექნება", - განაცხადა პოროშენკომ.