მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა 40 სებასტიანელი სებასტიის ტბაში ქრისტეს სარწმუნოებისთვის 320 წელს ეწამენ. ისინი კაბადოკიელი ქრისტიანი მეომრები იყვნენ და სებასტიაში მსახურებდნენ. წმინდანებმა ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისთვის მსხვერპლშეწირვაზე უარი განაცხადეს. მოწამეები ერთი დღით გაყინულ სებასტიის ტბაში ამყოფეს.
ერთ-ერთმა წამებას ვერ გაუძლო და წყლიდან ამოსული ნაპირზევე მოკვდა. მის ნაცვლად ტბაში იქ მყოფი დარაჯი ჩავიდა, რომელიც მოწამეთა თავზე გვირვინებს ხედავდა. უვნებელად გადარჩენილები მეორე დღეს ხმლებით აკუწეს.